Sunday, July 17, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

     დიდი შრომის შედეგად დასრულდა ცხრა დღიანი ტრენინგი. ამ ტრენინგიდან საკმაოდ ბევრი რამ ავითვისე, რაც დამეხმარება მომავალში უფრო უკეთესად განვახორციელო დაგეგმილი პროექტი და არა მარტო, არამედ საგაკვეთილო აქტივობები.
   ტრენინგი დასრულდა ჩემთვის წარმატებით, ნაყოფიერდ და აქვე ავღნიშნავ, რომ ტრენერი გვიხსნიდა ასათვისებელ მასალას გარკვევით, საუბრობს წყნარად და გასაგებად, ამისათვის ვუხდი დავით ჯანიაშვილს დიდ მადლობას.
   

Friday, July 15, 2016

მერვე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ გეგმის დასკვნით ნაწილზე, შევავსე დიფერენცირებული სწავლების გრაფა, ტრენერმა მოახდინა დაკვირვება და შეაფასა ნამუშევარი დადებითად.

Monday, July 11, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია


   შემოწმდა საშინაო დავალება ,, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გეგმა", მივიღე მითითებები.
   შევისწავლეთ ბლოგის საქაღალდის შექმნა, რომელშიც შესაბამისად შეინახება თითოეული შერულებული ნამუშევარი (მოძიებული მასალა).
  ამ პროცესის ათვისება ცოტათი გამიჭირდა, მაგრამ ვეცდები ვიმუშაო საკუთარ თავზე და გავაუმჯობესო.
  საშინაო დავალებად მოგვეცა სასწავლო პროექტის შემდეგი ნაწილი ,,სასწავლო პროცედურები"
   

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე https://drive.google.com/folderview?id=0B391anbQlMaUSGxTTnE1ZV9lcTA&usp=sharing

Sunday, July 10, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია



  შევისწავლეთ სასწავლო პროექტის შეფასების რუბრიკის შევსება, განვიხილეთ თითოეული კრიტერიუმი და შევავსეთ .

Friday, July 8, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია


   მეხუთე დღე მეტად ნაყოფიერი იყო. შევისწავლეთ თუ როგორ  ვიხელმძღვანელოთ სახელმძღვანელოდან ,, პროექტით სწავლება" მიმართულების მიმცემი კითხვებით, რაც გამოგვადგება იმ კითხვარის შესავსებად, რომელიც მოცემულია სასწავლო პროექტის გეგმაში.
   შევისწავლეთ აგრეთვე ბუკლეტის ფორმატის მომზადება, შაბლონების გამოყენება.
   დროულად გვეძლეოდა შენიშვნები და მითითებები.
  ყოველ დასმულ შეკითხვაზე ტრენერი პასუხობდა გარკვევით და დამაკმაყოფილებლად.

Monday, July 4, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია


   ამ მეცადინეობაზე შევისწავლეთ Youtube-დან სასწავლო ვიდეოების ჩამოტვირთვა, გადმოწერილი ვიდეომასალებიდან არასასურველი ნაწილების ამოჭრა-ჩასმა; google-დან სხვადასხვა საინტერესო მასალების მოძიება შესაბამისი მისამართბის საშუალებით.  ინტერნეტით რუკის გამოყენება
   

Sunday, July 3, 2016

მესამე დღის რეფლექსია


   მესამე სამუშაო დღე მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო, შევისწავლეთ სასწავლო პროექტის შევსების წესები და შენახვა-გაგზავნა საკუთარ ან სხვის ელფოსტაზე.  ბლოგის მენიუს განხილვა, პერადი ბლოგის გვერდისა და დიზაინის შექმნა-გამოცვლა.
    ტრენერი საუბრობს გარკვევით და ამომწურავად, რაც საკითხის უკეთ აღქმაში მეხმარება.
   

Friday, July 1, 2016

მეორე დღის რეფლექსია


 მეორე სამუშაო დღე მეტად ნაყოფიერი იყო. შემოწმდა საშინაო დავალება. შევისწავლეთ ბუკლეტის შედგენის ფორმა, პროექტების შესადგენად საჭირო რესურსების მოძიება, შაბლონების გამოყენება. ფაილებად დაყოფა. გავეცანით სხვა პედაგოგების მიერ ატვირთულ პროექტებს და გავეცანით თუ როგორი სახით შეიძლება პროექტის წარდგენა ( პრეზენტაცია, ბუკლეტი, ბლოგი). მეცადინეობის შედეგით კმაყოფილი დავრჩი.